საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე შეხვედრაც დათმო

05 იან 2023

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, საბერძნეთის ნაკრებთან  მეორე ამხანაგური შეხვედრაც დათმო.  

ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად 24:26 დამარცხდა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოდ 13 :13 დასრულდა. მეორე ნახევრის დიდი ნაწილი  ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა  შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა შეძლეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 26:24 იმარჯვეს.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩში გუშინ გაიმართა, რომელშიც ბერძენმა ხელბურთელებმა ასევე ორ ბურთიანი სხვაობით 34:32 მოახერხეს გამარჯვება.

შეგახსნებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა შესარჩევში ორი თამაში უკვე ჩაატარა – სტუმრად შვეიცარიასთან – 23:24, ხოლო თბილისში უნგრეთთან 24:41 წააგო. ჩვენი ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრას 8 მარტს ლიეუტვის ნაკრების წინააღმდეგ შინ გამართავს.