საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე

06 იან 2023

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.  გუშინ საღამოს  მაყურებლის წინაშე სხვადასხვა პროგრამით ბათუმელი ბენდები: ელანძე, elrow, დიჯეი დავით ვოლკოვი და დიჯეი MAXIC წარსდგნენ. კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საახალწლო ღონისძიებები დღესაც განახლდება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 7 იანვარს არის ჩანიშნული. 

დღეს მაყურებლის წინაშე ჯგუფი ასტეროიდ ანდ აზერს, ბლექ სი და დიჯეი როკო ჯიბუტი წარსდგებიან. საახალწლო ღონისძიებებისთვის 700 000 ლარი იხარჯება.