ბაიდენი: რუსეთს დროებითი ზავის წინადადებით დროის მოგება და ძალების გადაჯგუფება სურს 

06 იან 2023

,,საშობაო ზავით“  „სულის მოთქმას“ ცდილობს პუტინი - ფიქრობს  აშშ-ს პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა თავდამსხმელს ძალების აღსადგენად სჭირდება.  

მისი განცხადებით, შეუძლებელია დაჯერება იმის გათვალისწინებით, რომ  რუსეთი მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები,  ბაგა-ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს.