პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა

06 იან 2023

რუსეთის პრეზიდენტის მორიგი ბრძანება. პუტინის მითითებით  დღეს 12 საათიდან   7 იანვრის  24  საათამდე  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედდება.   

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს შესაბამისი დავალება უკვე მისცა.

"საშობაო ზავის" გამოცხადების მოწოდებით  რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.