დარღვეული ე.წ. საშობაო ზავი

07 იან 2023

მიუხედავად რუსეთის მიერ გამოცხადებული ორდღიანი ზავისა, ოკუპანტები უკრაინის მისამართით ცეცხლის შეწყვეტის პირობას არ ასრულებენ. 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 20 დარტყმა განახორციელეს.