საშობაო კონცერტი ბათუმში

07 იან 2023

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები საზეიმოდ დღეს დრამატულ თეატრში დასრულდება - კონცერტი 7 საათზე იწყება და მას მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. გამომდინარე აქედან, მთავარი 8 საათზე დღეს ეთერში აღარ გავა.

მანამდე კი, ღამით ევროპის მოედანზე გაიმართა კონცერტი, სადაც ადგილობრივი შემსრულებლები ართობდნენ მაყურებელს.