ლიფტის ჩავარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

08 იან 2023

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. დაშავებულია სამი ადამიანი. მრავლობითი დაზიანებებით დაშავებულთაგან ერთი თბილისის საუნივერსიტეტო, ორი კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი მოქალაქე  მართვით სუნთქვაზეა და დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. პაციენტები კონტაქტურები არიან და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.