ტოჩინოშინმა თავისი მე-100 საიუბილეო ბაშო გამარჯვებით დაიწყო

08 იან 2023

2023 წლის პირველ სუპერტურნირს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. ეს ქართველი სუმოტორის, ლევან გორგაძის კარიერაში საიბილეო, მე-100 ბაშოა.

ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას, ჩიიოშომას დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლა ტოჩის  გამარჯვებით დასრულდა, ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე, დასავლეთის მეათე მაეგაშირა ჰირადოუმი იქნება.