08 იან 2023
სენეგალში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.
ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა კი სტაბილურია. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.