09 იან 2023
უკრაინული ძალები იგერიებენ მუდმივ თავდასხმებს ქალაქ ბახმუტზე აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში და ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს ახლომდებარე სოლედარში ძალიან რთულ პირობებში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა რუსეთი კიდევ ერთ ტყუილში ამხილა. მისი თქმით, რუსეთმა არ შეასრულა დაპირებული საშობაო ზავი და თავს დაესხა უკრაინულ ქალაქებს.