ე.წ. ოცნების ქალაქში ორი სახლი დაიწვა

09 იან 2023

ხანძარი იყო  ე.წ. ,,ოცნების ქალაქში“. დაიწვა  2 სახლი.  მათ შორის ჯაბნიძეების ოჯახი. 6 წევრიანი ოჯახი უსახლკაროდ  დარჩა. 

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ.  

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.