ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარისწყალზე

10 იან 2023

ავარია  აჭარისწყალზე. მიცუბიშის მარკის ავტომობილი გზიდან  გადავიდა და აჭარის ღვინის სახლის ღობეს დაეჯახა, დაშავდა ერთი მგზავრი.  იგი კლინიკაშია გადაყვანილი.   

ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა გახდა, თუმცა რეალური მიზეზის დასადგენად ადგილზე  უკვე მუშაობენ  ექსპერტ-კრიმინალისტები.   

გამოძიება დაწყებულია  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით.