ვითარება უკრაინაში

11 იან 2023

რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარზე (ომბუდსმენზე) ტატიანა მოსკალკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინელ კოლეგას, დიმიტრი ლუბინეცს თურქეთში შეხვდა.

მედია წერს, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილეს.