ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში

11 იან 2023

ძლიერმა ქარმა პრობლემები  შექმნა  სამეგრელოში. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია  არ მიეწოდება, მიმდინარეობს  აღდგენითი სამუშაოები.    

ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სტიქიის  შედეგად რამდენიმე სახლს სახურავის ნაწილი აქვს გადახდილი.