გავრცელებული აუდიოჩანაწერი - პოლიტიკური შეფასებები

12 იან 2023

ჩანაწერებით ბრძოლა არ უკვირს ოპოზიციის ნაწილს. მაგალითად, გახარიას პარტიაში ტოლობის ნიშანს სვამენ და ბოლო 5 დღის პროცესებში ერთნაირად ხედავენ როგორც ენმ-ს, ისე ''ქართული ოცნების'' ხელწერას. 

სახელისუფლებო პარტიიდან რამდენიმე დეპუტატმა კი თითი პირდაპირ მელიასკენ გაიშვირა, რომელმაც მათი აზრით, რევანშით უპასუხა სამი დღის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამავრცელებლებს.