გავრცელებული აუდიოჩანაწერი - გიული ალასანია ავთენტიკურობას არ ადასტურებს

12 იან 2023

ფარული ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად,  აუდიოჩანაწერის   სერიები გრძელდება. ამჯერად ტელეკომპანია ,,რუსთავი 2მა“  გაავრცელა მასალა, რომელშიც სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია ფიგურირებს.  ისმის   დიალოგი რუსულ ფაქტორებზე,  ახსენებს  ყოფილ პრემიერ-მინისტრებს  ბიძინა ივანიშვილსა და  გიორგი გახარიას,  ,,ბუნებით პარაზიტები“ -ამ სიტყვებით  კი სავარაუდოდ,  გიული ალასანია ოპოზიციას მოიხსენიებს.   

ისევე როგორც წინამორბედი ჩანაწერის, არც ამის ნამდვილობაა დადასტურებული  და არც ისაა ცნობილი ვის ელაპარაკება ტელეფონზე  წუთნახევრიან მასალაში  სავარაუდოდ  ექსპრეზიდენტის დედა.    

გიული ალასანია ირწმუნება , რომ  ჩანაწერი არ მოუსმენია და ამას  არც აპირებს.

,,კიდევაც რომ ყოფილიყო  რატომ დღეს? - რამდენადაც მითხრეს, 2 წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიდის?! ჩემს შვილს რომ ავნონ?!“ - კითხვებს სვამს გიული ალასანია, რომელიც ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.