ფილმი ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრების შესახებ

13 იან 2023

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მანამდე კი ფილმი ბათუმსა და ქუთაისში ნახეს.  

ტარიელ ფუტკარაძე  2021 წლის  იანვარში, კორონავირუსის  შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია მახათას მთაზე არსებულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი.