ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია იწყება

13 იან 2023

''ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყება, ხოლო არჩევნების შედეგები 30 იანვარს გახდება ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ  პარტიის თავმჯდომარის არჩევნების პროცესი მთლიანად ფარული იქნება და შედეგებს საზოგადოება 30 იანვარს, დილით გაეცნობა, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება.