სახელმწიფო დროშის დღე - პრემიერის მილოცვა

14 იან 2023

საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა - ასე ულოცავს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ  ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ.