2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

14 იან 2023

მეტალურგია, კვების მრეწველობა, მსუბუქი ავტომობილები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელიც საექსპორტო რეიტინგში ლიდერობს.

2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საგარეო სავაჭრო ბრუნვის რაოდენობა კი 19 მილიარდზე მეტია.

სპეციალისტები აცხადებენ რომ  ისტორიულ მაქსიმუმზე ასული ექსპორტი ქმნის მოლოდინს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.