რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე - მაია სანდუ

15 იან 2023

რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე - წერს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერზე და გმობს აგრესორის მორიგ სასტიკ იერიშებს უკრაინაზე.

სანდუ გამოეხმაურა რუსული რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე,  მოლდოვას შსს-ს ინფორმაციით, რუსული რაკეტის ფრაგმენტები ქვეყნის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა.