40 დაღუპული - ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა

15 იან 2023

ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.   

ცნობილია, რომ ბორტზე 72 პირი იმყოფებოდა. თვითმფრინავი დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა. 

უცხოური მედიის ცნობით, ბორტზე 68 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეკიპაჟის ოთხი წევრი.