16 იან 2023
ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟის პროცესი იწყება. ამისთვის ქობულეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით უნდა გამოაცხადოს. თანხმობისთვის კი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართეს.
ქობულეთის მერია დაახლოებით 22 420 ლარის დახარჯავს, საიდანაც საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟისთვის 1 250 ლარი, ხოლო განათებების დემონტაჟისთვის, 9 800 ლარია გათვალისწინებული.