ბათუმი კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

16 იან 2023

30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით ბათუმი კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეებს შორის გაიმართება.

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ 2005-2006 წლებში დაბადებული ახალგაზრდა მოკრივეები და 1983-2004 წლებში დაბადებული უფროსი ასაკის სპორტსმენები.

ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართება. ვაჟთა შორის შეჯიბრება 13, გოგონათა შორის კი 12 წონით კატეგორიაში ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატს ბათუმის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.