მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვა უკრაინის საელჩოში

16 იან 2023

უკრაინის საელჩოში სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელები საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე და არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე ისაუბრეს.

მათ ოფიციალური მიმართვა გადასცეს საელჩოს, უკრაინის პრეზიდენტის სახელზე, რომლითაც ისინი ითხოვენ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას.