ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა შეჩერებულია

16 იან 2023

ბოსფორის სრუტეში სატვირთო გემი გაიჭედა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მოძრაობა გაჩერდა.  

გემი უკრაინიდან თურქეთისკენ მიემგზავრებოდა და მას 13 ათასი ტონა ბარდა გადაჰქონდა.

სტამბოლის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, შემთხვევა საჭის გაუმართაობას მოჰყვა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.