ავთანდილ ჭრიკიშვილი ტატამს უბრუნდება

17 იან 2023

ქართველი ძიუდოისტების რიცხვი, რომლებიც 2023 წლის პირველ ტურნირზე იასპარეზებენ, საგრძნობლად გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაგეგმილ გრან პრიზე 6 ქართველი ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, თუმცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, შეჯიბრზე 13 სპორტსმენს ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრებში ისევ გამოჩნდა 31 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, რომელიც ბოლოს  2021 წელს უნგრეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობდა.