ზელენსკი მოკავშირეებს მეტი შეიარაღების მოწოდებისკენ მოუწოდებს

17 იან 2023

გამანადგურებელი თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსზე  ქალაქ დნიპროში  უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უფრო სწრაფი და კოორდინირებული გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე მიანიშნებს - განაცხადა  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. 

ზელენსკი გერმანიაში მიმდინარე  კვირის ბოლოს  დაგეგმილ სამიტზე უკრაინის მოკავშირეებისგან  მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელოდება. ორშაბათს დნიპროში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ათეულობით დაკარგულად ითვლება ეს ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა იყო სამოქალაქო ობიექტზე  უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ.

ზელენსკიმ თავდასხმა ომის დანაშაულად შეაფასა და თქვა, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს „ყველა შესაძლებლობას“.