ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი საბანკო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა

17 იან 2023

დავოსში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯეი კოლინზს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.