ნიკა მელიას გამოხმაურება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე

18 იან 2023

ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა ნიკა მელიამ.  

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 9 იანვარს გავრცელებული აუდიოჩანაწერის დამგეგმავად ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ასახელებს.

როგორც მელია აცხადებს, ამ ჩანაწერით მისმა გამავრცელებლებმა ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ არჩევნებს.