18 იან 2023
კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა დღეს ბათუმში. მსმენელის წინაშე რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და სოლო შემსრულებლები წარსდგნენ. შესრულდა 14 მუსიკალური ნომერი.