ვალერი გელბახიანი გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“

19 იან 2023

მიხეილ სააკაშვილი მაშინ არ იყო მართალი, როცა აგენტს მიწოდებდა და ბოდიში მომიხადა, ეს განცხადება - მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა აჭარის მაუწყებლის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში ''თავისუფალი სივრცე'' განაცხადა. 

ვალერი გელბახიანის თქმით, ის ადვოკატია, მონაწილეობს სააკაშვილის უფლებების და არა მისი პოლიტიკის დაცვაში.

გადაცემაში გელბახიანის გაღიზიანება წამყვანის მიერ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია, რომელიც მის წარსულ საქმიანობას შეეხებოდა.