30 იან 2017
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე ქედაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნო. ხვიჩა შარაშიძე დღესვე, სოცილაურად დაუცველ ოჯახებს მოინახულებს. დეპუტატი უამინდობისგან შექმნილი სიტუაციის გაცნობას შუახევსა და ხულოშიც გეგმავს.