ოფიციალური შეხვედრები დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში

19 იან 2023

დავოსში ეკონომიკური ფორუმის პარალელურად საქართველოს პრემიერი შეხვედრებს აგრძელებს. მთავრობის მეთაური ადანი გრუპ-ის თავმჯდომარეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. 2022 წელს ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. ადანი გროუპ 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23 000 ადამიანი.