მთავრობის მეთაური ფორუმის დასკვნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა

19 იან 2023

უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება. მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა ეკონომიკის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე პორტების განვითარებას. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს - აცხადებს ღარიბაშვილი.