ლორიამ და ებრალიძემ „ანორთოსისი“ მეოთხედფინალში გაიყვანეს

20 იან 2023

გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის ანორთოსისმა კვიპროსის თასის მერვედფინალში პარალიმნის უმასპინძლა და მომდევნო ეტაპზე პენალტების სერიით გავიდა. 

გიორგი ლორიამ პენალტი მოიგერია, ხოლო ავთო ებრალიძემ პენალტის გატანა მოახერხა.    ანორთოსისმა პენალტების სერიაში 4:3 მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში ასევე ითამაშებს გიორგი ქვილითაიას, ბუბა დაუშვილისა და ლაშა დვალის აპოელი, რომელმაც არისს 4:2 მოუგო.