დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სრულდება

20 იან 2023

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება. გუშინ კი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვან კერძო დეველოპერ კომპანია "ეი-სი-ვას“- პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორთან გამართა.

საუბარი შეეხო საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ენერგეტიკის სექტორში პოტენციურ პარტნიორულ პროექტებს.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.