მედიის ცნობით, ფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება

20 იან 2023

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად ფინეთის პრემიერ-მინისტრი განიხილება. ფინური მედიის ცნობით, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფს 2024 წლის არჩევნებში სანა მარინის წარდგენა სურს.

როგორც მედიაში აღნიშნავენ, ფინეთის პრემიერს რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია აქვს და ლიბერალური ღირებულებებით გამოირჩევა, რის გამოც შესაძლოა მისი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატურა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც მისაღები გახდეს.

ფინეთის პრემიერს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.