ვოლოდიმირ ზელენსკი - "დრო ჩვენი საერთო იარაღი უნდა გახდეს"

20 იან 2023

უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე გერმანიაში, „რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების სხდომაზე შეხვედრის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოუწოდა, უკრაინისთვის გადასაცემი ტანკების რაოდენობაზე ნუ ივაჭრებენ.

მისივე თქმით, აუცილებელია, პარტნიორმა ქვეყნებმა პრინციპული მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას, რათა რუსული ბოროტების შეჩერება მოხერხდეს.