ჯო ბაიდენი - უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს

21 იან 2023

უკრაინა მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რომელიც მას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდება, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ პრეზიდენტს კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია უჭერს თუ არა მხარს პოლონეთის განზრახვას, უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკების გაგზავნის თაობაზე.

აღნიშნულ კითხვაზე ბაიდენმა უპასუხა, რომ უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას.

ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ.