თად მაკფადენმა "მურსიას“ სტუმრად მოაგებინა

22 იან 2023

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსია“ სტუმრად „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდა  და 88:72 დაამარცხა. 

თად მაკფადენმა ბრწყინვალე მატჩში ჩაატარა და „მურსიას“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 18:15 წუთი გაატარა, და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით  მაკფადენი მურსიას რიგებში საუკეთესო იყო. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს ის განაცხადში კვლავ არ ყოფილა. 

ამ გამარჯვების შემდეგ, „მურსიამ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 16 ქულა დააგროვა და მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს „მურსია“ 24 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად  გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ წინააღმდეგ გამართავს.

29 იანვარს კი უკვე ლიგა ენდესაში შინ „ბასკონიას“ წინააღმდეგ ითამაშებს.