უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, აქცია მიმდინარეობს თბილისში

22 იან 2023

თბილისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, აქციას მართავენ. უკრაინელებს საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ - ისინი პუტინის ომს გმობენ.

„მშვიდობის ხიდზე’’ შეკრებილი აქტივისტები, რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ.