15 წლის მეცნიერი ბათუმიდან

22 იან 2023

ელექტროენერგიის მიღება ბუნებაზე ზემოქმედების გარეშე და ცხელი და ცივი წყლის ურთიერთქმედებით გამომუშავებული დენის წყარო - ასეთია მეთერთმეტე კლასელების დავით რუსიასა და საბა ხაბურძანიას ახალი აღმოჩენა. 

მოსწავლე-გამომგონებლების პროექტი კონკურს ''ლეონარდო და ვინჩის'' პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

ახლა მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ საქართველოში, სადაც 300-ზე მეტი თერმული წყლის საბადოა, მათი გამოგონება უკვე პრაქტიკაშიც დაინერგება.