კალიფორნიაში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს

23 იან 2023

კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში  ეჭვმიტანილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  პოლიციამ დაადასტურა, რომ  ეჭვმიტანილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა თეთრ ფურგონში, რომელიც სამართალდამცავების ალყაში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.

ლოს-ანჯელესის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 72 წლის აზიელი წარმოშობის მამაკაცი, ჰუ კან ტრანი იყო. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 11 კმ-ში მდებარეობს, მასობრივი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 10 კი - დაშავდა.