სამი ოპოზიციური პარტიის განცხადება

23 იან 2023

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი   საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ   დედაქალაქში, რომელზეც როგორც ორგანიზატორები ამბობენ,  კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ  საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.  

ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სოლიდარობის აქციები 24 თებერვალს დაიწყება და მზარდი იქნება.  

მათი თქმით, "კოლაბორაციონისტებს აიძულებენ, შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით".