ბინები დევნილებისთვის

24 იან 2023

ავარიულ შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცათ. ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული საცხოვრებელი ფართი 40-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის არიან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები.

სამინისტროს ინფორმაცით, ამ ეტაპზე სანატორიუმში მცხოვრები 140-დან 100-მდე ოჯახი ახალი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებულია.