პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებს ფერნანდუ სანტუში ჩაიბარებს

24 იან 2023

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში გახდა. როგორც პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელ სპეციალისტს ოფიციალურად დღეს წარადგენენ. სანტუში პოლონეთის ნაკრებში 2026-წლამდე იმუშავებს.

ფერნანდუ სანტუში 2014-2022 წლებში პორტუგალიის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელსაც 2016 წელს - ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2019 წელს ერთა ლიგა მოაგებინა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში მაროკოსთან მარცხის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს.