უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში

31 იან 2017

უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში. სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მეზობლების ინფორმაციით, ცხედარი სახლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.