უკრაინის საელჩო მისი მოქალაქეების ევაკუაციაზე საუბრობს, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები ?

24 იან 2023

საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.