იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრებს ეძებენ

25 იან 2023

სამხრეთ კორეისა და იაპონიის სანაპირო დაცვის ეკიპაჟები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში ძლიერი შტორმის დროს ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის  9 წევრს ეძებენ.   

მაშველებმა 13 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს.

სამძებრო ოპერაცია, რომელშიც  ვერტმფრენები, გემები და კერძო ხომალდებია ჩართული, დანჯოს კუნძულებიდან დასავლეთით 110 კილომეტრის მოშორებით მდებარე რაიონში გრძელდება.